თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სამ ახალ საწარმოს დააფინანსებს — თხილის გადამამუშავებელი საწარმო, ჩაის საწარმო და რძის გადამამუშავებელი კომბინატი, ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დავით ხუციშვილმა განაცხადა.
პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში, სახელმწიფომ მთავრობის სხდომაზე დაადასტურა სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული ქონების ამ საწარმოებისათვის გადაცემა სომბოლურ ფასად — 1 ლარად.
„ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება ოზურგეთის რაიონში. ფაბრიკა აპირებს წელიწადში მინიმუმ 20 ტონა ჩაი აწარმოოს, რომელტა ექსპორტი უკრაინასა და ცეხეთში მოხდება. წარმოებაში ჩადებული ინვესტიციები დაახლოებით 39 ათას ლარს შეადგენს“, — განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თხილის გადამამუშავებელი ქარხანა ოზურგეთის რაიონის სოფელ მენჯში აშენდება, განაცხადა ხუციშვილმა. მისი თქმით, საწარმოს აღჭურვისათვის კომპანია 186 ათას ლარს გადაიხდის და 200 ტონა თხილს აწარმოებს.
„70 ათას ლარზე მეტი იქნება ჩადებული რძის გადამამუშავებელი საწარმოს მოსაწყობად გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში“, — თქვა მინისტრის მოადგილემ.
„აწარმოე საქართველოში“ — ეს სამთავრობო პროგრამაა, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისათვის.