რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიური ცეცხლის მეჩირაღდნეები საზოგადოების წინაშე წარადგინეს

გამოწერა

რიო-დე-ჟანეიროში „ოლიმპიადა-2016“-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიური ცეცხლის მარშრუტი და ოლიმპიური მეჩირაღდნეების ფორმის პრეზენტაცია გამართა. იხილეთ პრეზენტაციის ამსახველი ვიდეო.

24 თებერვალს რიო-დე-ჟანეიროში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე „ოლიმპიადა-2016“-ის პირველი მეჩირაღდნეების, რომლებიც  ესტაფეტაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩნენ და ასევე მათი ახალი ფორმების პრეზენტაცია გაიმართა.

ოლიმპიური ცეცხლი ქალაქ ოლიმპოში 21 აპრილს აინთება. 3 მაისს  მას ბრაზილიაში ჩაიტანენ, სადაც 95 დღის განმავლობაში 12 ათასი მეჩირაღდნე  329 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში ჩაიტანს.

ოლიმპიური ცეცხლის მარშრუტის მანძილი 20000 კმ-ია.

ოლიმპიადა რიო-დე-ჟანეიროში 5-21 აგვისტოს ჩატარდება და ის იქნება პირველი სამხრეთ ამერიკული ქალაქი, რომელიც ოლიმპიადას უმასპინძლებს.


ყველა ახალი ამბავი
0