პრომეთეს მღვიმეში კლასიკური მუსიკის ჰანგები გაისმა

გამოწერა

პრომეთეს მღვიმეში, 30 მ. სიღრმეზე, სტალაქტიდების გარემოცვაში ჩატარებულმა კლასიკური მუსიკის კონცერტმა, მსმენელზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. სიმებიანმა კვარტეტმა „სფორცანდომ“ კინომუსიკის შედევრებიდან პოპულარული მელოდიები შეასრულა. თავადაც დატკბით ამ მშვენიერებით!

სხვათა შორის, პრომეთეს მღვიმე 2015 წელს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია აღმოჩნდა. შუქზე მბრწყინავი კალციუმის კრისტალები, მილიონობით წლის მანძილზე ნაზარდი და შეერთებული სვეტები, თეთრი, შავი და მოწითალო ფერის სტალაგმიტები და სტალაქტიტები, ჯადოსნური ფორმის ფიგურები, რომლებიც ქონდრისკაცებს და ზღაპრის სხვადასხვა გმირებს გვანან და რაც მთავარია, ოთხი უზარმაზარი დარბაზი გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებს და აქ მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ.

მღვიმე 1984 წელს იქნა აღმოჩენილი და მითიური გმირის სახელი მას 2010 წელს, ტერიტორიის  კეთილოწყობის შემდეგ დაერქვა.

ყველა ახალი ამბავი
0