მარგველაშვილი: ამ ბრძოლას ჩვენ ყველა ერთად მოვიგებთ

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პირველმა პირებმა თბილისის გარეუბანში მდებარე იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 25 თებერვალს, ქვეყნის ყველა სახელმწიფო უწყების თავზე საქართველოს სახელმწიფო ალმები დაეშვა.
საქართველოს ხელმღვანელობა და პირველი პირები იუნკერთა მემორიალს ესტუმრნენ და გვირგვინებით შეამკეს იგი.

„დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ გრძელდება და ამ ბრძოლას ჩვენ ყველა ერთად მოვიგებთ“, — ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე 2010 წლიდან აღინიშნება. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ, რასაც წინ ქალაქის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლები უძღოდა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ბრძოლა დაბა ტაბახმელასთან, სადაც მომხდურს წინააღმდეგობას ქართველი იუნკერები უწევდნენ. თბილისში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა გაიქცა, დედაქალაქში კი სახალხო კომისართა საბჭო ჩამოყალიბდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება საბოლოოდ 1921 წლის მარტის მეორე ნახევარში დამყარდა.

ყველა ახალი ამბავი
0