პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

© photo: Sputnikმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხდომა, რომელიც 27 თებერვალს გაიმართება, მოხსენებით გამოვლენ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გენერალური შტაბის მეთაური ვახტანგ კაპანაძე.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, უშიშროების საბჭოს სხდომა 27 თებერვალს გაიმართება, — ნათქვამია უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის განცხადებაში.

უშიშროების საბჭოს წევრები ქვეყნის მეთაურის რეზიდენციაში 16:00 საათზე შეიკრიბებიან და საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურაზე იმსჯელებენ. მოხსენებით გამოვლენ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გენერალური შტაბის მეთაური ვახტანგ კაპანაძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს უშიშროების საბჭო 20 წლისთავს ზეიმობს

კანონმდებლობის თანახმად, შეიარაღებული ძალების სტრუქტურას ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს.

უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ორგანოს ყველა წევრი უკვე მიწვეულია.

დღეისათვის უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ვახტანგ კაპანაძე, პარლამენტის ტავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარლამენტის ტავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

ყველა ახალი ამბავი
0