გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას ემხრობა

© facebook.com/mfageorgiaმიხეილ ჯანელიძე და ფრანკ- ვალტერ-შტაინმაიერი
მიხეილ ჯანელიძე და ფრანკ- ვალტერ-შტაინმაიერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქართველების ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილების საკითხში საქართველოს გერმანიის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. გერმანია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას სრულად უჭერს მხარს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბერლინში გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან (Frank-Walter Steinmeier) შეხვედრის შემდეგ.

დიპლომატებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. ამასთან დაკავშირებით მიხეილ ჯანელიძემ გერმანელი კოლეგის მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნა.

„განვიხილეთ ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში. აღინიშნა, რომ  გერმანიის მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა რათა საქართველომ მიიღოს თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან“ —განაცხადა ჯანელიძემ, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ორი ქვეყანა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის თავის პოტენციალს მაქსიმალურად გამოიყენებს. პრიორიტეტულ ამოცანად გერმანული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა დასახელდა.

საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
ქართული პასპორტის მფლობელთათვის 67 ქვეყნის კარი ღიაა

გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში სამუშაო ვიზიტით სამშაბათს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 26 თებერვალს დასრულდება, იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლები გერმანულ ანალიტიკურ ცენტრებში, შეხვედრები გერმანელ ექსპერტებთან და გერმანული მედიის წარმომადგენლებთან.

მინისტრი ასევე საარბრიუკენსა და ვადერნს ეწვევა, სადაც საქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, ასევე მოინახულებს საარბრიუკენის უნივერსიტეტსა და ვადერნის სკოლას.

ყველა ახალი ამბავი
0