საქართველო — მეღვინეობის აკვანი

გამოწერა

„საქართველო სავსეა სიცოცხლითა და მეღვინეობის შესანიშნავი ტრადიციებით“, — განაცხადა ღვინის ცნობილმა ექსპერტმა იზაბელ ლეგერონმა. მან დოკუმენტური ფილმი გადაიღო საქართველოში მოგზაურობაზე, რომელსაც უკვე მრავალი საუკუნეა, ღვინის აკვნად მიიჩნევენ. თუ მართლაც გსურს გაიგო, რას ნიშნავს  ღვინო საქართველოსთვის, ჩართე ვიდეო და უყურე. 

ის, რომ საქართველო ვაზისა და მეყურძნეობის  უძველესი სამშობლოა, არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება. მათ შორისაა 8 ათასი წლის ყურძნის წიპწა თუ ღვინის ქვევრები, საწნახელი თუ სხვა იარაღი. 

საქართველოში მოგზაურობისას ლეგერონი ვენახებს ესტუმრა და ქვევრის ღვინის დაყენების კულტურას გაეცნო. მას ქვევრის გარეცხვისა და მიწაში დაფლვის მეთოდებიც ანახეს და ქვევრის დამზადებაშიც მიაღებინეს მონაწილეობა. 

რათა თქმა უნდა, იზაბელ ლეგერონს ნამდვილი ქართული ღვინოც გაასინჯეს პირდაპირ ქვევრიდან. „ღვინო უბრალოდ დიდებულია! მას ცოცხალი გემო აქვს, რომელიც თითქოს ცაში მიგაფრენს. არაჩვეულებრივ არომატში თაფლისა და აკაციისა სურნელიც შეინიშნება, გემო კი ძალზე გაჯერებულია“, — თქვა მან. 

დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით That Crazy French Woman in Georgia ლეგერონმა Travel Channel–ისთვის გადაიღო. 


ყველა ახალი ამბავი
0