ნიკოლოზ მჟავანაძე: მამუკა ახვლედიანი არის მიშას მონა!

© თ. ჩოჩუანიკოლოზ მჟავანაძე
ნიკოლოზ მჟავანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა პოზიცია აქვს „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარეს ნიკოლოზ მჟავანაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თამჯდომარის მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე - ამ თემებზე სასაუბროდ მას sputnik-ის ჟურნალისტმა თენგიზ ჩოჩუამ მიმართა.

ნიკოლოზ მჟავანაძე: მამუკა ახვლედიანის თავმჯდომარეობის დროს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა მინიმუმამდე  იყო დაყვანილი. სასამართლოზე რეალურად რომ ხორციელდებოდა ზეწოლა, მაშინ ის ხმას არ იღებდა. ეს კაცი არის მართული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. ეს ადამიანი თითქოს სიმართლის სადარაჯოზე დგას და სასამართლოს ბედი კი არ ანაღვლებს, რეალურად მისი მიზანია ქვეყანაში იყოს ქაოსი. თუ ქვეყანაში სასამართლო იქნება დისკრედიტებული,ჩამოიშლება ქვეყანა. ძალიან ცუდი პროცესი მიდის. ყველაფერი უნდა გადაწყდეს  ხელისუფლების ყოველგვარი ჩარევისა და ზეწოლის გარეშე. 

-მამუკა ახვლედიანის ბოლოდროინდელ კრიტიკულ განცხადებებზე რას იტყვით? 

— ახვლედიანი ამბობს, დაშინებულები არიან მოსამართლეები და იმიტომ საუბრობენ ამგვარადო, მაშინ, როცა თავად არის მიშას მონა. გადახედეთ მაგის წარსულს და კარგად მიხვდებით, რაც აქვს გაკეთებული. ამბობს ადრეც ვსაუბრობდი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზეო. რას ლაპარაკობდა? კაციშვილს მაგის ხმა არ გაუგია. 

-სასამართლოს მიმართ კრიტიკული შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორსაც…

— ისინი თუ მართლა რეფორმირებას ითხოვენ, ისიც კარგად უნდა იცოდნენ, რომ მარტო იუსტიციის საბჭოს რეფორმირება არ შველის საქმეს. თავის დროზე რატომ არაფერს იძახდნენ ეს არასამთავრობოები მთელი 9 წლის განმავლობაში, როცა მართლა  ზეწოლა და დაშინება იყო მოსამართლეების?  დღეს კი სასამართლოში გამამტყუვნებელი განაჩენების სტატისტიკა არსებობს, სახელმწიფო აგებს პროცესებს და ადამიანები სამართალს პოულობენ.  ადრე გაგიათ ვინმეს ლომჯარია-გიგაურების ხმა?! 


ყველა ახალი ამბავი
0