თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისის სამარშრუტო ტაქსის მგზავრები, თუ საპილოტე პროექტი წარმატებით ჩაივლის, უფასო Wi-Fi-თ სარგებლობას შეძლებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„ახალგაზრდების ჯგუფმა მოგვმართა და გვითხრა, რომ მათ ბიზნესის სტარტ-აპი აქვთ და ტრანსპორტში Wi-Fi-ს მოწყობილობის დამონტაჟებას გეგმავენ. თუმცა, მანამდე მათ ექსპერიმენტული პროგრამა სჭირდებათ. ჩვენმა ხელმძღვანელობამ, ქვეყანაში ბიზნესისა და მით უმეტეს, ახალგაზრდების წამოწყებების ხელშეწყობის მიზნით, მათ უარი არ უთხრა“, — ციტირებს სააგენტო კომპანიის თანამშრომლის ნათია მიქიაშვილის სიტყვებს.
„თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობამ მათ Wi-Fi-ს მოწყობილობის რამდენიმე სამარშრუტო ტაქსიში დამონტაჟების ნება მისცა.
თუ პროექტი გაამართლებს, მხარეები შეთანხმებას შეძლებენ, აღნიშნა მან.