დედის სიკვდილის შემდეგ ახალგაზრდამ თავი მოიკლა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 115-ე მუხლით.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის მკვიდრმა 22 თებერვალს თავი მოიკლა მას შემდეგ რაც დედის სიკვდილის ამბავი გაიგო, იტყობინება სააგენტო "Новости-Грузия" შსს-ს წყაროზე დაყრდნობით. „დაწყებულია გამოძიება. მომხდარის მიზეზები არ ვიცით. მათ გამოძიება დაადგენს. დეტალებზე არაფრის თქმა არ შემიძლია“, — ციტირებს სააგენტო წყაროს. 

გარდა ამისა, გარდაცვლილმა წერილი დაუტოვა ძმას. „მაპატიე ძმაო, მეტის მოთმენა არ შემიძლია“, — ნათქვამია წერილში. 

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით — თვითმკვლელობამდე მიყვანა. 


ყველა ახალი ამბავი
0