ბათუმი - ადგილი, სადაც "სიყვარული და მტრედები" გადაიღეს

გამოწერა

ზუსტად ბათუმში გადაიღეს ფილმ „სიყვარული და მტრედების“  საკურორტო სცენები, რომელშიც მთავარ როლებს ლუდმილა გურჩენკო და სერგეი იურსკი ასრულებდნენ. ნახეთ თუ როგორ გამოიყურება ზღვისპირა კურორტი დღეს.

ამჯერად ბათუმმა ტელეარხ ОНТ-ს ყურადღება მიიპყრო. ტყუილად არ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება რომ ბათუმს საერთაშორისო მნიშვნელობის იმიჯი შეუქმნას — ტურისტების რაოდენობა ბათუმში ყოველწლიურად იზრდება.

ОНТ-მ თავისი სიუჟეტი ანბანის კოშკს, დელფინარიუმს, ჭაჭის ძეგლს და აჭარულ ხაჭაპურს მიუძღვნა. ცალკე საუბრის თემაა ღამის ბათუმი. განსაკუთრებით ლამაზია ძველი ბათუმის მოპირკეთებული ქუჩები ღია კაფეებით… აქ არის ბულვარი, პალმები, ზღვა… თუმცა, სჯობს ბათუმს თავად ეწვიოთ და დატკბეთ ამ სილამაზით.

ყველა ახალი ამბავი
0