გზა მთებს შორის -200 კმ თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის

გამოწერა

საქართველო-რუსეთის სამხედრო გზა ორ ქვეყნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ერთადერთი გზაა. გზაზე ორივე მიმართულებით ტრანსპორტის დიდი კოლონები, ძირითადად სატვირთო ავტომანქანები მოძრაობენ, რომელთაც ტვირთი გადააქვთ არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთის მიმართულებითაც.

როდესაც ზამთრის პერიოდის უამინდობის გამო ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები წესდება, სომხეთში ღელავენ, რადგანაც სწორედ ამ გზაზეა დამოკიდებული ქვეყანაში რუსეთიდან პროდუქციის შეტანა.
გარდა ამისა, საქართველო და სომხეთი რუსეთის მიმართულებით პროდუქციის ექსპორტს ეწევიან. როდესაც გზა იკეტება, ორივე მხრიდან სატვირთო ავტომობილების რიგები ჩნდება.

საქართველოს სამხედრო გზა — ისტორიული დასახელებაა, რომელიც კავკასიონზე გადადის და ვლადიკავკაზს თბილისთან აკავშირებს. გზის სიგრძე 208 კმ-ია.

საქართველოს სამხედრო გზა ზამთრის პერიოდში არაერთხელ ჩაიკეტა. ამ ეტაპზე კი მიუხედავად იმისა, რომ თოვლის საფარი დიდი არ არის, ყინვა პრობლემებს ქმნის ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით. სინოპტიკოსების პროგნოზით, ამ რეგიონში მარტის დასაწყისში თოვლია მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0