თბილისში პირველი კონტაქტური მინიზოოპარკი გაიხსნა, სადაც ათობით სახის სხვადასხვა ცხოველი, თევზი და ფრინველია წარმოდგენილი. ზოოპარკის ყველაზე დიდი ბინადარი სირაქლემა ემუა.
კონტაქტური ზოოპარკი თბილისის ცენტრშია განთავსებული. მას გახსნის პირველივე დღეებში ასობით დამთვალიერებელი ესტუმრა. კონტაქტური ზოოპარკი განსაკუთრებულ ემოციებს ბავშვებში იწვებს, ვინაიდან მათი ხელში აყვანა და მოფერებაა შესაძლებელი. მნახველების განსაკუთრებულ სიყვარულს ბაჭიები და კურდღლები იწვევენ. მათ მოსდევთ წიწილები და პატარა კუები. გველების ტერარიუმთან და თევზების აკვარიუმებთან შედარებით ნაკლები ხალხი იყრის თავს.

1/12
© photo: Sputnik / Natia Cirekidze
ბაჭიები და კურდღლები ყველაზე მეტ სიყვარულს იწვევს

2/12
© photo: Sputnik / Natia Cirekidze
მინიზოოპარკში შესაძლოა პეპელაც დაგასკუპდეთ ყვავილებიან კაბაზე

3/12
© photo: Sputnik / Natia Cirekidze
გოგონა სირაქლემა ემუს ეფერება

წიწილების დანახვისას ბავშვები აღტაცებას ვერ მალავენ

5/12
© photo: Sputnik / Natia Cirekidze
აფრიკულ სამოსში გამოწყობილი თანამშრომელი ასევე იქცევს ზოოპარკის სტუმრების ყურადრებას

6/12
© photo: Sputnik / Natia Cirekidze
გველის ხელში დაჭერას ყველა ვერ ბედავს

7/12
© photo: Sputnik / Natia Cirekidze
ბიჭუნა ტერარიუმში მოთავსებულ მწერებს ათვალიერებს

8/12
© photo: Sputnik / Natia Cirekidze
მინიზოოპარკიდან ყველა კმაყოფილი მიდის და თან დადებითი ემოციები მიჰყვებათ

9/12
© photo: Sputnik / Natia Cirekidze
მინიზოოპარკის ერთ-ერთი ყველაზე პაწაწა ბინადარი

10/12
© photo: Sputnik / Natia Cirekidze
ბიჭუნა თევზებიან აუზთან

11/12
© photo: Sputnik / Natia Cirekidze
გოგონა მშვიდად ეთამაშება კუს

12/12
© photo: Sputnik / Natia Cirekidze
გველებით ნაკლები ხალხი ინტერესდება. ყველა კურდღლებთან და წიწილებთან მიდის. სამაგიეროდ, გველები უფრო მშვიდად გრძნობენ თავს.