თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სულ ცოტა, 30 ადამიანი დაიღუპა დამასკოში მომხდარი აფეთქებების სერიაში, დაშავდა ათი ადამიანი, — იუწყება РИА Новости სირიის სახალხო ლაშქრის წყაროზე დაყრდნობით.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სირიის დედაქალაქის შიიტურ კვარტალშიც მოხდა რამდენიმე ფეთქება. აქედან, სულ ცოტა, სამი — თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყეს, ერთ შემთხვევაში კი დანაღმული მანქანა აფეთქდა.
„ოცდაათამდე დაღუპულია და ათამდე დაჭრილი“, — განაცხადა სააგენტოს წყარომ და დაამატა, რომ შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ და შესაძლოა მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს.