თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. პოლიციელებმა სამი მამაკაცი და ერთი შუახნის ქალბატონი ამხილეს პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობაში, — ნათქვამია შსს–ის პრესსამსახურის განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმსა და გონიოში სასტუმროების მფლობელები ნომრებს პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ ქალებზე.
პოლიციამ უკვე დაკითხა სასტუმროების მომსახურე პერსონალი და ასევე ბრალდებული ქალებიც. ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154–ე მუხლის თანახმადაა აღძრული, რაც ჯარიმას ან 2–4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.