თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ჰომსში ორი აფეთქება მოხდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები, — იუწყება РИА Новости პოლიციის წყაროზე დაყრდნობით.
„ჰომსის ცენტრალურ უბანში, აზ–ზახრაში, სიტინის ქუჩაზე ორი აფეთქება მოხდა. ერთი ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა. მშვიდობიან მოქალაქეთა შორის არიან დაჭრილები და დაღუპლები“, — აცხადებს წყარო.
მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია დამასკოში მომხდარ აფეთქებებზეც, თუმცა პოლიციამ ფაქტები არ დაადასტურა.