საქართველოში ავტოავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი მიკროავტობუსის შეჯახების ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწარფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. კახეთში შაბათს მომხდარ ავტოავარიას ხუთი ადამიანი შეეწირა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, — იუწყება ქართული მედია. 

თბილისი - Sputnik საქართველო
შსს: მკვლელობის მსხვერპლი წელიწადში 60 ადამიანია, ხოლო ავტო-საგზაო შემთხვევის - 600

წინასწარი ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე ორი მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს, რომელთაგან ერთი დიდი სიჩქარით მოძრაობდა. 

კლინიკაში, სადაც დაშავებულები გადაიყვანეს, განაცხადეს, რომ ბავშვის გადარჩენა არ მოხერხდა. სამი ადამიანი, მრავალრიცხოვანი ტრავმებით, მძიმე მდგომარეობაშია. ერთ–ერთ მათგანს სასწრაფო ოპერაცია უტარდება. 

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. ტელეკომპანია „რუსთავი2 –ის“ ინფორმაციით, შსს–მ ავარიის მიზეზების გამოძიება დაიწყო. 


ყველა ახალი ამბავი
0