თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ქართული დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის მეთაურობით 21-24 თებერვალს, ტოკიოში, გამართავს სამუშაო შეხვედრებს, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახური.
ვიზიტის ფარგლებში ქართველი კანონმდებლები თავის იაპონელ კოლეგებს, იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის თავჯდომარეს მასააკი იამაძაკის (Masaaki Yamazaki) და იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა (ქვედა) პალატის თავჯდომარეს ტადამორი ოშიმას (Tadamori Oshima) შეხვდებიან.
„შეხვედრაზე მხარეები საქართველო- იაპონიის საპარლამენტშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხს და ორი ქვეყნის თანამშრომლობის თემებს განიხილავენ“,-აღნიშნულია განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფუმიო კისიდასთან შეხვედრებს გამართავენ.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში დიმიტრი ხუნდაძე,შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე შედიან.