თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საბურთალოზე საცხოვრებელი სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 87 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი-2“.
ადგილზე რამოდენიმე სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. მაშველებმა გარდაცვლილის მეუღლე დროულად გამოიყვანეს სახლიდან. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
„ხანძრის ლოკალიზება 3-4 წუთში მოხერხდა. შედეგად 60-80 კვადრატული მეტრის ფართობის შენობა დაიწვა.დაზარალებულები არ არიან. სამწუხაროდ, დაიღუპა 87 წლის მამაკაცი. მოცემულ მომენტში ხანძარი ლიკვიდირებულია.“,- განაცხადა საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა.