ძაგნიძე თეირანის გრან-პრის ერთპიროვნული ლიდერია

© Сайт ФИДЕნანა ძაგნიძე
ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეირანის გრან-პრის ტურნირში მსოფლიოს 12 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი ღებულობს მონაწილეობას, ტურნირი 23 თებერვალს დასრულდება.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ ტეირანის გრან-პრის მერვე ტურში მოუგო ხარიკი დრონოვალის ინდოეთიდან და სატურნოირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობს, იუწყება ფიდე-ს ოფიციალური საიტი.

საქართველოს მეორე წარმომადგენელმა ნინო ბაციაშვილმა პირველობა რუს ვალენტინა გუნინას დაუთმო და 1,5 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოში აღმოჩნდა.

მეცხრე ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით შვედ პია კრამლინგს ეთამაშება, ბაციაშვილი კი — ხარიკა დრონოვალის.

ძაგნიძე თეირანში - Sputnik საქართველო
თეირანში, ჭადრაკის გრან-პრიზე ძაგნიძე ლიდერებში გავიდა

გრან-პრი-ს ფარგლებში წელს კიდევ ორი ტურნირი ჩატარდება — მაისში თბილისში და ივლისში ჩინეთის ქალაქ  ჩენდუში.

საანგარიშო ტურის შემდეგ ქართველი მოჭადრაკის აქტივში  6,5 ქულაა და  იგი თავის უახლოეს მეტოქეებს — ნატალია პოგონინას (რუსეთი), ჟაო ქსიუს (ჩინეთი) და იუ ვენჟუს (ჩინეთი) — ერთი ქულით უსწრებს.

ყველა ახალი ამბავი
0