ორი ქოჩორა ვარხვი თბილისის ზოოპარკის პაციენტი გახდა

© FB/ TbilisiZooორი ხუჭუჭა ვარხვი თბილისის ზოოპარკის პაციენტი გახდა
ორი ხუჭუჭა ვარხვი თბილისის ზოოპარკის პაციენტი გახდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გამოსაზამთრებლად ჩამოფრენილი ფრინველები მონადირემ დაჭრა. შესაძლოა, ისინი მკურნალობის დასრულების შემდეგ მათ ველურ ბუნებაში დაბრუნება ვერ შეძლონ.

თბილისის ზოოპარკში ორი დაჭრილი ქოჩორა ვარხვი მოხვდა პაციენტის სახით, ნათქვამია ზოოპარკის Facebook-ის გვერდზე. შეტყობინების მიხედვით, ვარხვები კოლხეთის დაბლობის დაცული ტერიტორიიდან ჩამოიყვანეს,სადაც ზამთრობენ ქოჩორა ვარხვები.

„ერთი მუცელში და ფრთაში იყო დაჭრილი, მეორე — ფრთაში. ეს პატიოსანი მოქალაქეები საქართველოში ჩამოფრინდნენ არდადეგებზე, გამოსაზამთრებლად, დასასვენებლად, აქ კი, ჩვენი ცნობილი სტუმარმასპინძლობის მიუხედავად, ვიღაც თოფიანი კაცი დახვდათ და აი, შედეგიც“,-აღნიშნულია შეტყობინებაში.

ეხლა ვარხვები პინგვინებთან ერთად ვოლიერში ცხოვრობენ და ვეტერინარებისა და ორნიტოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ამასთნ ერთად ზოოპარკი იმის გარანტიას ვერ იძლევა, რომ მკურნალობის დამთავრების შემდეგ ვარხვები დაბრუნდებიან ველურ ბუნებაში.

„როგორც წესი, ფრთაში დაჭრლილი ფრინველების ველურ ბუნებაში დაბრუნება თითქმის შეუძლებელია, რადგან ჭრილობის გამო კუნთების ატროფია იწყება და ამის შემდეგ მათ უჭირთ ფრენა, ან ისინი საერთოდ ვეღარ დაფრინავენ“,- ნათქვამია განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0