თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. /სოფო კაკაჩია/სოფლის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური კონცეფციის ბრენდი — რიგით 31-ე რუხის საზოგადოებრივი ცენტრი ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაათვალიერეს.
„რუხის საზოგადოებრივი ცენტრი არის საპარტნიორო ფონდისა და იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების ერთობლივი პროექტი. ეს არის რიგით 31-ე ცენტრი სადაც ბავშცვები, მოხუცები, რიგითი მოქალაქეები მიიღებს 200-ზე მეტ საჯარო სერვისებს სოფლიდან გაუსვლელად, იქნება ეს მიწის რეგისტრაცია, პასპოტრის აღება თუ სხვა. ჩვენს ცენტრში ასევე ფუნქციონირებს ლიბერთი ბანკი და მაგთის მომსახურეობის სერვისები, სადაც მოსახლეობა შეძლებს ისარგებლოს ინტერნეტით.ბავშვებს კი შეეძლებათ გამოიყენონ ელექტრონული-ბიბლიოთეკა“, — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე.
მისი თქმით, სოფელ ორსანტიის საზოგადოებრივი ცენტრის შემდეგ, რუხის საზოგადოებრივი ცენტრი, ყველაზე ახლოსაა საოკუპაციო ხაზთან.
„ეს ცენტრი ყველაზე ახლოს არის ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან. რომლებიც დიდი იმედი მაქვს ისარგებლებენ ამ ინფრასტრუქტურით. მაგალითად გააუმჯობესებენ თავიანთ ქართული ენის ცოდნას, ჩვენ კი ყველა პირობა შევუქმენით, რათა მათ მიიღონ ხარისხიანი მომსახურეობა“, — თქვა მინისტრმა.
დღესვე სოფელ რუხში პრემიერ მინისტრმა და მთავრობის წევრებმა რუსხის მრავალფინქციური სავაჭრო ცენტრი მოინახულეს, რომლის მშენებლობა ამ დღეებში დასრულდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზთან ასეთი მნიშვნელობის და დატვირთვის ცენტრი იქნება, სადაც როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ისე აფხაზი მოსახლეობაც ისარგებლებს ამ მომსახურეობით. მათ ასევე მიეცემათ საშუალება, განახორციელონ საკუთარი პროდუქტების რეალიზაცია. ამ სავაჭრო ცენტრში უკვე შემოსულია რამოდენიმე მნიშვნელოვანი სავაჭრო ნიშანი და გახსნილია მათი ცენტრები. ეს ყველაფერი კი საშუალებას მოგვცემს 1000მდე ადამიანი დასაქმდეს. ხოლო გაზაფხულზე ცენტრი სრული დატვრთვით დაიწყებს მუშაობას“, — უთხრა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა.
15 მილიონ ლარამდე ღირებული პროექტი საპარტნიორო ფონდმა განახორციელა. 10 შენობიანი კომპლექსი 10 000 კვადრატულ მეტრს იკავებს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია.