მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© FB/ IJFვაჟა მარგველაშვილი
ვაჟა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეპეშაჟში ქართველმა ძიუდოისტმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბრიტანელი კოლინ ოატსი და იაპონელი კენგო ტაკაიჩი.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი და 120 რეიტინგული ქულა მოიპოვა გრან პრის ეტაპზე გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ამის შესახებ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდი იტყობინება. 

მარგველაშვილს ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა ტურნირზე — მან ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა. მაგრამ 1/4 ფინალში ქართველი ძიუდოისტი ვერ გაუკლავდა სამხრეთ კორეელ ან ბაულს და მიიღო რეპეშაჟში გამოსვლის უფლება, სადაც ზედიზედ დაამარცხა ბრიტანელი კოლინ ოატსი და იაპონელი კენგო ტაკაიჩი. 

იმავე წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ბექა შავდათუაშვილი გამოდიოდა, რომელიც 1/8 ფინალამდე მივიდა და ისრეელელ გოლან პოლაკთან წააგო. 

დღეს გრან-პრიზე გათამაშდება მედლები ყველა წონით კატეგორიაში 73 და 81 კგ-მდე. 

საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი (ორივე —73კგ) და გიორგი პაპუნაშვილი (-81კგ). 


ყველა ახალი ამბავი
0