თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. იტალიელი ფილოსოფოსი და მწერალი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, იტყობინება РИА Новости სააგენტო ფრანც პრესზე დაყრდნობით.
დამატებითი ინფორმაცია მწერლის გარდაცვალების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ეკო ავტორია ბესტსელერისა „ვარდის სახელი“, რომელიც 1980 წელს გამოვიდა და მწერალს სახელი გაუთქვა მთელს მსოფლიოში. ის ასევე იყო მეცნიერი, მსოფლიოს წამყვანი აკადემიების წევრი, დიდი ჯვრისა და საპატიო ლეგიონის კავალერი, სამეცნიერო და მხატვრული ჟურნალების დამაარსებელი და უძველესი წიგნების კოლექციონერი.