ფეხსაცმელები თურმე ბავშვობიდან ჰყვარებია. ჯერ ფეხსაცმელს აირჩევდა და შემდეგ უკვე დანარჩენ აქსესუარებს. საკმაოდ დიდ თანხასაც იხდიდა ამ სიამოვნებაში.
ერთ დღეს გადაწყვიტა თავად შეეკერა შეეკერა ფეხსაცმელი. შეკერა ერთი, ორი, სამი და ბოლოს იქამდე მივიდა რომ გამოფენაც გააკეთა. ყველა ფეხსაცმელი გაიყიდა, ამან კიდევ უფრო მეტი სურვილი გაუჩინა ეს საქმე აეწყო.
ფეხსაცმელების კერვაში თენგიზ მახარაძე ეხმარებოდა. მაგრამ მოულოდნელად უერთგულესი ადამიანი ხელიდან გამოეცალა…არ დანებდა, მანქანა გაყიდა და იყიდა საკერავი მანქანა. ერთ პატარა სარდაფში გააკეთ ფეხაცმელების საამქრო და ზუსტად იმ დროს დაიწყო ამ საქმის კეთება, როდესაც ქალაქში მხოლოდ შავი ფეხსაცმელი იკერებოდა. მისმა შეკერილმა ფეხსაცმელებმა, თბილისში დიდი რეზონანსი გამოიწვია, მისი სახელი ძალიან მალე ყველას პირზე ეკერა.
-ქალბატონო მადონა, იმ პერიოდში არ გაგიჭირდათ ამ ყველაფრის წამოწყება? მაშინ, ჯერ კიდევ 16 წლის წინ, ძალაინ რთული პერიოდი იყო…
— მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე პერიოდში დავიწყე ამის კეთება, თქვენ წარმოიდგინეთ ფული იშოვებოდა და საკმაოდ კარგი თანხაც მრჩებოდა, ისე რომ პატარა კრედიტების აღების საშუალებაც მქონდა. ამ სფეროში, არსებობს ტრადიცია, რომელსაც „ოქროს შაბათი“ ქვია. ამ დღეს ფულს ვუხდით მეწაღეებსა და ხელოსნებს და წარმოიდგინეთ იმდენი მრჩებოდა, ამ გადასახადების შემდეგ, რომ თანხას ვერ ვითვლიდი. საკმაოდ კარგად ვიყავი იმ პერიოდში. არავის თანადგომა არ მჭირდებოდა. 15 მარტო მეწაღე მყავდა. 10 ადამიანი იყო, ვინც ზედაპირებს მიკერავდა. ძალიან კარგი საამქრო მქონდა სარდაფში, რომელიც გავადიდე, გავადიდე და დღესდღეობით კი აქ ვართ საკმაოდ პრესტიჟულ უბანში.
-პირველად სად იყავით?
— ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე. იმ პერიოდში ჩემთან ფეხსაცმელს პატარკაციშვილის და იკერავდა. ერთ დღესაც მეუბნება: „ძალიან კარგია ეს შენი ფეხსაცმელები, მაგრამ კომფორტი არ არის შენთან რომ მოვდივარო“. ამ კომფორტისათვის საკუთარი სახლი დავშალე. ზემოთ მე ვცხოვრობდი და ქვემოთ იყო სხელოსნო (იცინის)… დავანგრიე საძინებლები და იქვე სახლში. გავაკეთე მაღაზია
-და ოჯახის წევრები როგორ შეხვდენენ ამ ამბავს?
— ოჯახის წევრები მე, ჩემი ყოფილი მეუღლე და ჩემი გოგონები ვიყავით. ბავშვები პატარები იყვნენ და რა თქმა უნდა გაგებით შეხვდენე, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდში მე და ჩემს მეუღლეს დაგვენგრა ოჯახი. რთული იყო მამაკაცისათვის სახლში მაღაზია, თან შესასვლელი გარედან არ გვქონდა და წარმოიდგნეთ სადარბაზოდან შემოდიოდა ხალხი. მიუხედავად ამისა, მაინც მქონდა კარგი მუშაობა. ჩემი და ჩემნაირი დიზაინერების სიტუაცია, მას მერე გაფუჭდა, რაც ჩინეთიდან შემოვიდა უხარისხო ფეხსაცმელები. განსაკუთრებით კი აქტიური გამოწერები რომ დაიწყო.
- კარგია, ამ თემას რომ შეეხეთ. დღესდღეობით ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა გამოუწერიათ და ან ზომაში არ ემთხვევა ან ძალიან მალე ფუჭდება. საინტერესოა თქვენი აზრი როგორც დიზაინრის ამის შესახებ…
— იცით, ძალიან კომფორტულია როცა ზიხარ თბილ სახლში, თბილ სავარძელში და ათვალიერებ შენთვის სასურველ მოდელს. უკვეთავ მაშინვე და საკმაოდ მალეც მოგიტანენ აღნიშნულ მისამართზე. მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ესენი ძირითადად ჩინეთიდან შემოდის. არის დაბალი ხარისი და შესაბამისად ფასიც დაბალია. ხშირად ჩემთან მოდიან იგივე პრობლემით რომ გამოწერილია და გაფუჭდა. ან კიდევ არ არის ტყავი — ანოტაცია აქვს ტყავის და ამ დროს რეალურად დერმატინია, რომელიც ძალიან მიმსგავსებულია ტყავს. ამ დროს იგივე, თუნდაც 250 ლარად აქ საუკეთესო ტყავით შეიძლება შეიკეროს ჩექმა. მოგვიანებით მომხმარებელი მიხვდა ამას და ეს ბოლო პერიოდია ისევ დაგვიბრუნდენ კლიენეტები.
-მინდა ჩვენთვის ერთ-ერთ აქტუალურ და მტკინვეულ თემასაც შევეხოთ. „ბრენდომანია“. ხშირია შემთხვევა, როცა ვაძლევთ ჩექმას კოლოსალურ თანხას და ცოტა ხანში აღმოჩნდება რომ ეს ე.წ. „ბრენდის“ ფეხსაცმელი ნაგავია ჩვეულებრივი…
— ეს „ბრენდომანია“ კიდევ სხვა თემაა. მე ვფიქრობ, „გოიმურია“ უფრო. ცუდ სიტყვას ვხმარობ, მაგრამ ასეა.. იმიტომ რომ შეიძლება საეთოდ ბრენდი არ იყოს. მაგალითად გავედი და ჩვეულებრივ მაღაზიაში მომეწონა კაბა, ან უბრალოდ მკერავს შევაკერინე ჩვეულებრივი კაბა, რომელიც სულ არ არის ბრენდი, სამაგიეროდ შენი ინდივიდუალიზმი არის გამოხატული…
-მაინტერესებს, რამდენად აქტუალურია დღეს თბილისში ჩვენი დიზაინერების ფეხსაცმელები?
— აი ამ ჩვენმა „ფეშენ-ვიკებმა“ ცოტა წინ წამოწია ეს თემა და მიხარია რომ ახალგაზრდა დიზაინერები ამას აქტიურად აკეთებენ. მაგრამ აქ კიდევ მეორე თემას ვეჯახებით: ხშირ შემთხვევაში „პლაგიატორობსთან“ გვაქვს საქმე. კოპირებას აკეთებენ იმ გარკვეული ბრენდის. ანუ ერგებიან თბილისურ გემოვნებას. იშვიათად შეხვდებით განსხვავებულ ისეთ რაღაცას, რომელზეც იტყვი „ვა რა მაგარია“. როცა დიზაინერთან მიდიხარ, იმან ხომ თავისი რაღაც ახალი უნდა შემოგთავაზოს. ალბათ ეს არის, ის მომენტი, როდესაც ქართველებზე მეტად უცხოელებმა დამაფასეს. იტალიელები იყვნენ ჩემს მეგობრთან ჩამოსულები ახლახან და მან ჩემთან მოიყვანა სტუმრები, რომლებმაც მაშინვე, დაუფირებლად საქმიანი წინადადებით მომართეს. „ჩვენ მოვიარეთ ბევრი ადგილი საქართველოში, მაგრამ ასეთი ფეხსაცმელი არსად შეგხვედრია. თქვენ განსხვავებული ხედვა გაქვთ, არ გავხართ სხვებს. მაქვს სურვილი, გავხდე თქვენი წარმომადგენელი იტალიაში. მე მყავს საზოგადოება, რომელიც ამას ჩაიცვამს“, — მითხრა იტალიელმა ქალბატონმა, რომელიც ცხოვრობს ნიცაში. აი სწორედ ახლა, ამ დღეებში ვდებ კონტრაქტს. სავარაუდოდ სამი წერტილი მექნება იტალიაში მსგავსი, როგორიც აქ მაქვს თბილისში. გუშინ მივიღე დასტური იმისა, რომ იმ ობიექტებმა ხელში მოსინჯეს ჩემი ფეხსაცმელი და მოიწონეს და რაც მთავარია ხარისხიც შესაბამისია.
იცით, თითოეულ ფეხსაცმელში დიდ სიყვარულს ვდებ. ერთი კლიენტი მყავს ასევე ესპანეთში, რომელიც მთხოვს რომ იბიცაზე ჩამოიტანე შენი კოლექციაო, ზუსტად იმ კონტიგენტისთვისაა გათვლილი. ამბობენ რომ მკაცრი არ არის ჩემი ფეხსცმელი, მეც ვფიქრობ რომ უფრო ფერწერულია.
- როგორც ვიცი ფერმწერი ხართ..
— დიახ, ეს ჩემი პირველი პროფესიაა. თეატრის მხატვარი ვარ. სახლში როცა ვერ ვახერხებ რაიმეს დახატვას, სულ ვცდილობ რომ ფეხსაცმელზე გადმოვიტანო. ხშირია როცა ორ საათშიც კი გამიკეთებია ფეხსაცმელი.
-როგორ ფიქრობთ აქამდე რამ მოგიყვანათ ისე, რომ არც ხარიხსი დაკარგეთ და არც კლიენტურა?
— ალბათ ჩემმა მიზანდასახულობამ და ჩემმა ძალიან მაგარმა გუნდმა. ესენი არიან ჩემი და მხატვარი ქეთევან ხარატიშვილი და მოდელი ეკა ტურაშვილი. ესენი რომ არ მყოლოდა, არ ვიცი რა მეშველებოდა.
-არა ერთ ჩვენებაში მიგიღიათ მონაწილეობა…ძალიან ცნობილი კოლექციების ავტორიც ბრძნდებით. ამ წუთას რაზე მუშაობთ?
— იცით, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც გადაფასება ხდება ფასეულობების. თითოეული ჩემს კოლექციებს როცა ვაკეთებდი, სხვადასხვა ემოციები მქონდა. ერთ კოლექციაში გამოჭრილი მქონდა ადამიანის ფიგურები. ერთს ერქვა “ჰაეროვანი კოცნა“ და ახლა ამ ახალს კოლექციას, რომელსაც მარტისთვის ვამზადებ ვარქმევ „ინტრიგას“. ჩემი მუზა არის ჩვეულებრივი აბლაბუდა.
ერთი ამბავი მახსენდება. ინგლისის მეფე, რომელმაც ზედიზედ წაგო ომი, გაბრაზდა თავის თავზე და გამოქვაბულში წავიდა საცხოვრებლად. ერთ დღესაც ხედავს კედელზე ქსელს იკეთებს ობობა, რამდენჯერაც ჩამოხსნა, იმდენჯერ თავიდან მოქსოვა. მეფემ ამის შემყურემ თქვა, თუკი ეს პატარა არსება აკეთებს ამას მე როგორ ვერ შევძლებ ომის მოგებასო და ამის შემდეგ ყველა ომი მოიგო და ძალაუფლებაც დაიბრუნა.
ხშირ შემთხვევაში, ჩემი მუზა იგივე პატარა ობობა იყო, რომელიც ფეხსაცმელებში გადავიტანე და იქვე კონცეფციაც მოფიქრებული მაქვს რა უნდა გავაკეთოთ. მინდა რაც შიძლება მალე დავამთავრო. ეს იქნება პატარა ისტორია საქართველოზე, თუ შეიძლება რომ ეს ყველაფერი ფეხსაცმელებით გადმოსცე. ძალიან პატარა ერი ვართ და მინდა რომ ამ ჩემი პატარა პერფომანსით ჩემი სათქმელი ვთქვა.