გაგი მოსიაშვილი: არ ვფიქრობ, რომ რაიმე არსებითი სახის შედეგი დაიდება ჰააგის სასამართლოს მხრიდან, ვინაიდან მათ ექნებათ ცალმხრივი ინფორმაცია. არ მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთის მხარე ჰააგის სასამართლოსთან ითანამშრომლებს. ჰააგის სასამართლოს პროკურატურის ოფისი ვერ ფლობს ორივე მხარისგან სრულყოფილ ინფორმაციას, ამიტომ გარკვეული სახის დასკვნის დადებისგან თავს შეიკავებს. მთლიანობაში თუ პროკურატურის ოფისს ექნება წვდომაროგორც ჩვენი, ასევე რუსეთის მხარის ინფორმაციის მოძიებისა, რა თქმა უნდა, იარსებებს საფუძველი, რომ ობიექტური გადაწყვეტილება იქნას მიღებული. პოზიტიურია, რომ ვადებში შეზღუდულები არ არიან და იმუშავებენ მანამდე, სანამ ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუმცა ეს ალბათ დღეს და ხვალ ვერ მოხერხდება. ამას დრო სჭირდება.
-ერთი წელი გავიდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობიდან. თქვენ, როგორც ადვოკატს, რა ინფორმაცია გაქვთ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით?
— იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ცნობილია, რომ პროკურატურამ გამოყო საქმე ცალკე წარმოებად გია სოსანაშვილის ბრალდების საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება სხვადასხვა მიმართულებით. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გარკვეული სახის ოპერტიული ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს, მეორეს მხრივ, საგამოძიებო მოქმედებებიტარდება.ამ ეტაპისთვის რაიმე ახალი დეტალი ჩვენთვის ცნობილი არ არის.
-ეფექტურია საგამოძიებო პროცესი?
— კი, მაქვს გამოძიების ეფექტურობის იმედი და მაქვს იმედი, რომ გამოძიება უახლოეს პერიოდში მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და გადამოწმებული ინფორმაციების შედეგადგამოავლენსიური ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა ადამიანებსაც.
-სოსანაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლოში გრძელდება…
— დიახ, საქალაქო სასამართლომ მის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიესაჯა 20 წლის თავისუფლების აღკვეთა. დაცვის მხარემ გაასაჩივრა აღნიშნული განაჩენი. ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლოში იხილება ბრალდების საქმე. მორიგი სხდომა ჩანიშნულია თებერვლის ბოლოს.
-მოსამართლეთა ტესტირების სკანდალური საქმეს რა შეფასებას მისცემთ?
— მოსამართლე, რომელიც გადის გამოცდაზე და წინასწარ იცის ტესტები, ეს ძალიან ცუდი, შემაშფოთებელი ფაქტია. უფრო ცუდი ფაქტია, რომ ადამიანები ამას მალავენ მანამდე, სანამ კონკრეტული პირს პრობლემა არ შეექმნება.. ეს აკნინებს სასამართლო ინსტიტუტს. მოსამართლე არის ადამაინი, რომელიც უნდა იყოს არამარტო კანონიერი, არამედ სამართლიანი გადაწყვეტილების მიმღებიც.