ვახტანგ მაისაია: თურქეთში მომხდარი ტერაქტები უკვაშირდება ასადის რეჟიმს. თურქეთის მთავრობამაც სირიას დააბრალა მომხდარი. ისე არაა გამორიცხული, ტერაქტების უკან იდგეს ქურთების მუშათა პარტია, რადგან სტილით და მანერით ჰგავს ამ ტერორისტული ორგანიზაციის ხელწერას. თუმცა კავშირი შეიძლება იყოს სირიასა და ამ ორგანიზაციას შორის, რადგან ასადის რეჟიმი ეხმარებოდა ქურთების მუშათა პარტიას.
-რუსეთის მონაწილოებას ამ ტერაქტებში გამორიცხავთ?
— გამორიცხული არაფერია, მაგრამ უფრო მეტად აქ ჩანს სირიისა და ქურთების მუშათა პარტიის კვალი. ყოველ შემთხვევაში შესრულების მანერა ძალიან ჰგავს მათ სტილს.
-რაც შეეხება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას, ექსპერტების ვარაუდით, მათ შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება. მათი პროგნოზებით, დაპირიპირება მოსალოდნელია გაზაფხულზე…
— არა თუ გაზაფხულზე, უფრო ადრე, უკვე ამ დღეებში მოსალოდნელია რუსეთ-თურქეთს შორის ვითარების ესკალაცია!
-ომის საფრთხე არსებობს?
— ლოკალური შეტაკება ყველა ვარიანტში მოხდება, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები, გადაიზრდება ეს ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირიპირებაში, თუ არა, ამას ვერ გეტყვით.
-საქართველოს თუ ემუქრება საფრთხე ამ ორი ქვეყნის დაპირიპირების ფონზე?
— ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მასშტაბებს მიიღებს ამ ორი ქვეყნის დაპირისპირება. კავკასია, შესაძლოა, დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.