დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე გადადგა

© photo: Sputnikმთავრობა
მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას თინა ხიდაშელის მიერ პრემიერ-მინისტრისათვის მისი გადაყენების მოთხოვნით ულტიმატუმის წაყენების შესახებ.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. „მე გადავდექი!!!უფრო სწორედ ყველაფერი გააკეთეს რომ გადავდგარიყავი,რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე უარის თქმა!!!!დიახ!!!ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდება,ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული სახელმწიფო გვექნება!!!“,  - ეს განცხადება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სანდრო ბრეგაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დღეს გააკეთა. 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ დააკმაყოფილა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის პირადი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღნიშნულ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორთან“ განაცხადა, რომ  თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით ულტიმატუმი წაუყენა.

„მთავრობის ადმინისტრაციაში ჩემს წყაროებთან გადავამოწმე და დამიდასტურეს, რომ არის გარკვეული ულტიმატუმი წაყენებული ხიდაშელის მხრიდან: ან ჩვენ, ან სანდრო ბრეგაძეო! ნაკლებად მჯერა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ასეთი ნაბიჯი გადადგას. თუ მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, მიიღონ, რაც უნდათ, ის უქნიათ!

ჩემთვის არანაირი სკამი, არანაირი თანამდებობა არ არის იმაზე მაღლა, ვიდრე ჩემი მორალურ-ზნეობრივი პრინციპი, რომელიც მკარნახობს, რომ სამარცხვინო და ამაზრზენია კოალიციაში იმ ხალხთან ერთად ყოფნა, რომლებიც იმის მაგივრად, თავის ჩადენილ დანაშაულებს ინანიებდნენ, კიდევ უფრო ცდილობენ, განავრცონ დანაშაული.

თავის დროზე წინააღმდეგი ვიყავი მათთან ერთად კოალიციაში ყოფნისა, მაგრამ მაშინ იყო „ნაციონალური მოძრაობის" ფაქტორი. ბევრმა ჩემმა კოლეგამ ამიხსნა, რომ „რესპუბლიკელები" ამ ბრძოლაში გარკვეულწილად საჭიროები იყვნენ, მაგრამ მე არ ვფიქრობდი ასე. ისინი აპირებენ მომავალ პარლამენტში ხელისუფლების უზურპაციას. სანდრო ბრეგაძე კი არა, უნდა გადააყენონ თინა ხიდაშელი და საგარეჯოს არჩევნების გამო მისცენ პასუხისგებაში", — განუცხადა „რეპორტიორს" ბრეგაძემ. 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0