ზუგდიდის მერია 32 000 ლარს ბიუჯეტიდან სუნამოებისა და თაიგულებისათვის გამოყოფს

© мэрия Зугдидиზუგდიდი
ზუგდიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტენდერი რომელიც 18 თებერვალს გამოცხადდა 25 თებერვალს დასრულდება და გამოავლენს კომპანიას, რომელიც ზუგდიდის მუნიცეპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჩუქრებს შეიძენს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. /სოფო კაკაჩია/ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა სუნამოების, მისალოცი ბარათების, სიგელების, ტორტების, თაიგულებისა და რესტორნის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 32 000 ლარს აჭარბებს, ინფორმაცია Sputnik- ის ჟურნალისტს ზუგდიდის მერიის შესაბამისმა სამსახურმა დაუდასტურა.

„ქალაქ ზუგდიდის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ყვავილების, ფურშეტებისა და სხვადასხვა სახის საჩუქრების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რაც ითვალისწინებს 2016 წლის განმავლობაში შესაბამისი სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და დღესასწაულების (დედის დღე, 9 აპრილი, 26 მაისი, შშმ პირთა საერთაშორისო დღე, წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება, საახალწლო ღონისძიებები, სამეცნიერო კონფერენციები, მასწავლებლის დღე, კონცერტები, საიუბილეო თარიღები, და ა.შ. სულ: 80 ღონისძიება) აღნიშვნისათვის ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურების შეძენას", — განმარტეს მუნიცეპალიტეტში. 

ზუგდიდის მერიამ გამარტივებული ტენდერი 18 თებერვალს გამოაცხადა. წინადადებების მიღება, კანონის შესაბამისად, 25 თებერვალს დასრულდება. 

 
ყველა ახალი ამბავი
0