როგორ მოვახვიოთ ხინკალი

გამოწერა

ქართული სუფრა ნამდვილი გურმანებისთვისაა ზედგამოჭრილი. ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს ხაჭაპური, საცივი, ჩახოხბილი და ხინკალი, ქართული სუფრის განსაკუთრებულობაში აუცილებლად დარწმუნდებოდა. გსურთ ისწავლოთ ხინკლის მოხვევა? მაშინ უყურეთ ვიდეოს.

როგორ მზადდება ხინკალი — ეს ხორცის გატარებული ფარშია, რომელიც ცომის პატარა ნაჭერში უნდა მოთავსდეს და შემდეგ ადუღებულ წყალში მოიხარშოს. გულსართის მოსამზადებლად ხორცის გარდა, ასევე აუცილებელია მარილი, წიწაკა და ძირა.

სხვათაშორის, ხინკლის მოხვევა ნახევარი საქმეა — მთავარია რამდენად სწორად შეჭამ, რათა წვენი არ დაიღვაროს. ხინკალი აუცილებლად ხელით უნდა მიირთვათ.

ქართული სამზარეულო, რომელიც საქართველოს კულტურის განუყოფელი ნაწილია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ყველა ახალი ამბავი
0