ექსპერტი:საქართველოს სამინისტროები და უწყებები უნდა გაკონტროლდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობა, კანცელარია
მთავრობა, კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აუცილებელია სამსახურის შექმნა,რომელიც გააკონტროლებს პრემიერის მითითებების შესრულებას, და გასაკვირია რომ ის აქამდე არ არსებობდა, თქვა პოლიტოლოგმა.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik.საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების პროექტების შესრულების კონტროლი აუცილებელია, მიიჩნევს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში შეიქმნება სპეციალური სამსახური,რომელიც გაუწევს კოორდინაციას სამინისტროებსა და სააგენტოებს პროექტებზე მუშაობისას.

„თუ კონტროლის მექანიზმი არაა მოწესრიგებული, ბრძანებები პრაქტიკულად არ სრულდება. პრემიერ-მინისტრს თვითონ არ შეუძლია ასეთი კონტროლის დაწესება, მას ბევრი სხვა საქმე აქვს, ამიტომ ასეთი სტრუქტურის დაწესება არ არის გასაკვირი. საკვირველია ის, რომ ის აქამდე არ ჩამოყალიბებულა“,-თქვა საყვარელიძემ.

თითოეულ უწყებაში არის თანამშრომელი,რომელიც პასუხს აგებს პროექტების შესრულებაზე, ამიტომ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და პროექტებზე კონტროლის განხორციელება არ მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსებს, —აღნიშნა ექსპერტმა.

პრემიერ-მინისტრის აპარატთან არსებული ეს სამსახური უახლოეს დღეებში დაიწყებს ფუნქციონირებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0