თბილისი 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოსთვის არც ერთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის მისაღები დესტაბილიზაცია და არაა აქვს მნიშვნელობა ეს ქვეყანა მისი მეგობარია თუ ოპონენტი,-აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის ხელმძღვანელმა ბესიკ ალადაშვილმა თურქეთში 17-18 თებერვალს მომხდარ ტერაქტებზე საუბრისას.
„თურქეთთან საქართველოს პარტნიორული ურთიერობა, მათ შორის სამხედრო-ეკონომიკურ სფეროში, უკვე 20 წელზე მეტია აქვს და ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის არ იქნება დადებითი მოვლენა ამ მეზობელ სახელმწიფოში სიტუაციის დესტაბილიზაცია“ — თვლის ბესიკ ალადაშვილმა.
მისი თქმით თურქეთში ტერაქტები 2015 წლის 24 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ გახშირდა.
„ეკონომიკური დესტაბილიზაცია, იდეოლოგიური შეტევა და შემდეგ შიდა პოლიტიკური სიტუაციის არევს მცდელობა ეს არის ჰიბრიდული ომი, ტერაქტები კი ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება თურქეთში მომხდარ ტერაქტებს, ისინი და მათი შენიღბვა ქურთთა მუშათა პარტიით თუ სხვას ძალების მათ შორის სპეცსამსახურებით ან იქ მომზადება გავლილი მებრძოლებით, სამწუხაროდ მომავალშიც გაგრძელდება“-მიაჩნია ალადაშვილს.
დანაღმული ავტომობილი 17 თებერვალს აფეთქდა ანკარაში პარლამენტისა და გენერალური შტაბის სიახლოვეს. ეს სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც თურქეთის გენერალური შტაბის პერსონალით სავსე ტრანსპორტი შუქნიშნის წითელ შუქზე გაჩერდა. ტერაქტს 28 ადამიანი ემსხვერპლა, 61 კი დაიჭრა.