ხუმრობა სამ ასოზე

გამოწერა

ამბობენ, სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებსო. ამიტომაც ადამიანებმა სხვადასხვა თემებზე, მათ შორის სამ ასოზე, გამოიგონეს იუმორი. რომელ სამ ასოზე? თავად ნახეთ.

პროფესიით ფიზიკა-მათმატიკოს ვახტანგ ტატიშვილს, რომელსაც საზოგადოება იცნობს როგორც იუმორისტსა და მომღერალს, უნარი შესწევს პოლიტიკურ თემებზე იხუმროს. ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სარკაზმით ყვება, რითაც მსმენელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

მას შემდეგ, რაც ტატიშვილმა სცენაზე „თანამედროვე საქართველო“ წარადგინა, არაერთი წელი გავიდა, თუმცა „სკეტჩს“ აქტუალობა ამ დრომდე არ დაუკარგავს. ხუმრობა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის პერიოდს ეხება… ცოტა ფანტაზია და იუმორის იმ სამყაროში აღმოჩნდებით, რომელიც ჩვენთვის კარგად გასაგები და აღსაქმელია.

ყველა ახალი ამბავი
0