საერთო საცხოვრებელში მცხოვრებმა ქალებმა დაცვის თანამშრომლებს ძლადობაში დასდეს ბრალი

© REUTERS / HANNIBAL HANSCHKEაქცია
აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთო საცხოვრებლის მცხოვრებლებმა დაცვის თანამშრომელთა მხრიდან ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, პოლიციას მიმართეს და აქციაც გამართეს. დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. კიოლნში მდებარე ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელში მცხოვრებმა ქალებმა დაცვის ცხრა თანამშრომლის მხრიდან ძლადობის ფაქტზე პოლიციას მიმართეს, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ Koelner Stadtanzeiger-ზე დაყრდნობით.

ღია წერილში, რომელიც საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ მიტინგზე გასაჯაროვდა, ლტოლვილი ქალები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს  ძლადობაში, გამოძალვასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ქალების ფოტო-ვიდეო გადაღებას სააბაზანოში ყოფნის ან ბავშვების ბუნებრივად გამოკვების დროს ახდენდნენ.
ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

როგორც დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, ის „შოკირებულია მომხდარის გამო. დარწმუნებული ვარ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა“, — დასძინა მან.

ყველა ახალი ამბავი
0