საქართველო-რუსეთის საზღვართან სასტუმროს ააშენებენ

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიციელი საქართველო-რუსეთის საზღვარზე
პოლიციელი საქართველო-რუსეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, რომელსაც 200 სატვირთო მანქანისთვის გათვლილი ავტოსადგომი ექნება. პროექტის მიზანი უამინდობის პერიოდში საზღვრის გადაკვეთისას მძღოლებისთვის ნორმალური პირობების შექმნაა.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი ავტოსადგომის მშენებლობა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს 2016 წლის 1 სექტემბრამდე დასრულდება, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

პროექტი ხელს შეუწყობს ფასანაური-ნატახტარის მონაკვეთზე ტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდას და უზრუნველყოფს სტიქიური მოვლენების, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების დროს ავტოსატრანსპორტო ნაკადის გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას, აღნიშნეს სააგენტოში.

პროექტის განხორციელების მიზნით შპს „მერფი ყაზბეგს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 49 წლის ვადით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფანშეტში მდებარე 52 932 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო პირობებით გადასცა.

© Водители машин ждут снятия ограничений на движение по Военно-Грузинской дороге © Sputnik/ Александр Имедашвили საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მოლოდინში
 საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მოლოდინში - Sputnik საქართველო
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მოლოდინში

„აღნიშნულ ტერიტორიაზე 200 სატვირთო ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი და სასაწყობე მეურნეობა მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს 20 საწოლზე გათვლილ სასტუმროს მშენებლობას და არანაკლებ 300 კვ.მ. ფართის მქონე სწრაფი კვების ობიექტის მოწყობას. ჯამში კომპანია 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს”, — განაცხადეს სააგენტოში.

ზამთრის პერიოდში საქართველოს სამხედრო გზა უამინდობის გამო ხშირად იკეტება. ამის შედეგად, სატვირთო ავტომანქანების მძღოლები ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში საკვებისა და საწვავის გარეშე საქართველო-რუსეთის საზღვართან დგანან და ლარსის გამშვები პუნქტის გახსნას ელოდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0