მოსკოვის მეტროში ავტოპილოტით პირველი მატარებელი გაუშვეს

© photo: Sputnik / Алексей Куденко / გადასვლა მედიაბანკშიმეტროპოლიტენი
მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასეთი მატარებელი გასული წლის სექტემბერში გამოსცადეს. ავტოპილოტს მატარებლის გაჩერება პლატფორმიდან სამ სანტიმეტრამდე შეუძლია, თუმცა, საგანგებო შემთხვევისას მემანქანემ მართვა თავის თავზე უნდა აიღოს.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მოსკოვის მეტროში მოძრაობა დაიწყო პირველმა მატარებელმა ავტოპილოტით, უახლოეს პერიოდში კიდევ ორი ასეთი მატარებლის ჩაშვება იგეგმება, იუწყება მოსკოვის მერიისა და მთავრობის ოფიციალური პორტალი. მატარებელი გასული წლის სექტემბერში გამოსცადეს.

„მატარებელი ავტოპილოტით მოსკოვის მეტროში ტესტირებას გადის. სისტემა კაბინაში მემანქანის არყოფნას არ ითვალისწინებს, მაგრამ მატარებლის მართვის ყველა ძირითად ფუნქციას თვითონ ასრულებს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

პორტალზე აღნიშნულია, რომ ავტოპილოტს მატარებლის გაჩერება პლატფორმიდან სამ სანტიმეტრამდე სიზუსტით შეუძლია, მაგრამ მოძრაობას მხოლოდ მემანქანის ბრძანების შემდეგ აგრძელებს. მემანქანეს მატარებლის გაკონტროლება საგანგებო შემთხვევის დროს, ასევე კარების დაკეტვა-გაღების დროს შეუძლია.

მერიის ვებგვერდზე ასევე აღნიშნეს, რომ ამჟამად მუშავდება ტექნოლოგია, რომელიც დისპეტჩერს მატარებლის დისტანციურად გაჩერების საშუალებას აძლევს, თუ მემანქანეს მისი მართვა რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0