პესკოვი: ირანში С-300-ის სისტემის მიწოდების ზუსტი ვადები ჯერჯერობით ცნობილი არ არის

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიС-300
С-300 - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრობლემა თანხის გადახდასთან არის დაკავშირებული, განმარტა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა. კონტრაქტის მიხედვით, რუსეთმა ირანს დაახლოებით 800 მლნ აშშ დოლარის ღირებულების С-300ПМУ-1-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ხუთი დივიზიონი უნდა მიაწოდოს.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. კრემლს ჯერჯერობით ირანში საზენიტო- სარაკეტო სისტემის С-300 მიწოდების კონკრეტული ვადის დასახელება არ შეუძლია, რადგანაც ამჟამად გადახდის საკითხი გადაწყვეტილი არ არის, განაცხადა ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ეს ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის, რადგანაც გადახდასთან და ა. შ. დაკავშირებული პრობლემებია. იქ გარიგება სათანადო თანხით უზრუნველყოფილი ჯერ კიდევ არ არის, ამიტომ კონკრეტულ ვადებზე საუბარი ნაადრევია“, — განაცხადა პესკოვმა.

სამხედრო პოლიგონი - Sputnik საქართველო
რუსეთი С-300–ის პირველ კომპლექსს ხუთშაბათს გაგზავნის ირანში

2007 წელს ხელმოწერილი კონტრაქტის მიხედვით, რუსეთმა ირანს დაახლოებით 800 მლნ აშშ დოლარის ღირებულების С-300ПМУ-1-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ხუთი დივიზიონი უნდა მიაწოდოს.

თუმცა, 2010 წლის 9 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით, რომელმაც ირანისთვის თანამედროვე შეიარაღების გადაცემა აკრძალა, რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეჩერდა. სანქციების შემოღების შედეგად რუსეთ-ირანის კონტრაქტი С-300-ის შეძენაზე გაუქმდა.

2015 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირანისთვის С-300-ის მოწოდების აკრძალვა გააუქმა. ივნისში პრეზიდენტის მრჩეველმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში ვლადიმირ კოჟინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და თეირანი С-300-ის მიწოდებაზე კონტრაქტს ამზადებენ.

 

ირანის თავდაცვის მინისტრ ჰოსეინ დეჰანის განცხადებით, რუსული С-300-ის კომპლექსების პირველი პარტიის მიწოდება ირანისთვის 2016 წლის პირველ კვარტალში განხორციელდება.


ყველა ახალი ამბავი
0