საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის მარშის ავტორი 10 ათას ლარს მიიღებს

© facebook.com/mod.gov.geსაქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის მარშს არჩევენ
საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის მარშს არჩევენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქამდე ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო-სასულე ორკესტრი ასრულებდა სხვა ქვეყნების მარშებს.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის სამხედრო მარშის საუკეთესო ვერსიის კომპოზიტორი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 10 ათასი ლარის ოდენობით(დაახლოებით 4 ათასი დოლარი),ნათქვამია კონკურსის ჩატარების შესახებ დებულებაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 15 თებერვალს გამოაცხადა კონკურსი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისათვის სამხედრო მარშის შესაქმნელად, საუკეთესო მარში დაასახელდება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს. კონკურსი გამოცხადდა იმიტომ, რომ აქამდე ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო-სასულე ორკესტრი ასრულებდა სხვა ქვეყნების მარშებს. მეორე ადგილის მფლობელი დასაჩუქრდება პრემიით 7 ათასი ლარი (დაახლოებით 2,8 ათასი დოლარი).რაც შეეხება მესამე ადგილს, ამისათვის კომპიზიტორს გადასცემენ 5 ათას ლარს (2 ათასი დოლარი). საუკეთესო ნაწარმოებს, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთ წუთს, აირჩევს კომისია, შექმნილი თავდაცვის სამინისტროსთან. მის შემადგენლობაში შევლენ სამინისტროს წარმომადგენლები და მიწვეული სპეციალისტები. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: თავდაპირველად ჟიური გაეცნობა ყველა ნამუშევარს, ხოლო 30 აპრილისათვის შეარჩევს ხუთ საუკეთესო ნაწარმოებს. განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან და გაგრძელდება 19 აპრილის 18:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0