ფეხბურთის ფედერაციაში საქრთველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრა შედგა

© ФФГსაქართველოს ფეხბურთის თასი
საქართველოს ფეხბურთის თასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თასის ფინალი რომელიც ტრადიციულად 26 მაისს იმართება, ამჯერად 18 მაისს შედგება. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მაისის ბოლოს საქართველოს ეროვნული გუნდი შეკრებებზე მიემგზავრება ავსტრიაში და უკვე დანიშნულია ამხანაგური მატჩები სლოვაკეთისა და რუმინეთის გუნდებთან.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. 17 თებერვალს, ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, იტყობინება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი. 

ნახევარფინალური წყვილები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: 

დინამო თბილისი  - ჩიხურა (საჩხერე) 

ვიტ-ჯორჯია (თბილისი) — სიონი (ბოლნისი)

საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები 20 აპრილს ჩატარდება, განმეორებითი კი 5 მაისს შედგება. 

საქართველოს თასის ფინალი რომელიც ტრადიციულად 26 მაისს იმართება, ამჯერად 18 მაისს შედგება. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მაისის ბოლოს საქარტველოს ეროვნული გუნდი შეკრებებზე მიემგზავრება ავსტრიაში და უკვე დანიშნულია ამხანაგური მატჩები სლოვაკეთისა და რუმინეთის გუნდებთან. 


ყველა ახალი ამბავი
0