გიგლა ბარამიძე: მაჩვენეთ, სად არის რუსული პროპაგანდა?

© courtesy of T. Chochuaპარტია "გაერთიანებული დემოკრატების წევრი "გიგლა ბარამიძე
პარტია გაერთიანებული დემოკრატების წევრი გიგლა ბარამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნაზე, მთავრობაში აქტიური საუბრები მიმდინარეობს. უნდა შეიქმნას თუ არა საქართველოში რუსულენოვანი არხი, - ამის შესახებ „sputnik”-ის ჟურნალისტს თენგიზ ჩოჩუას „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიგლა ბარამიძე ესაუბრა.

გიგლა ბარამიძე: რუსულ პროპაგანდას საქართველოში ვერ ვხედავ. რამდენი არხიც არ უნდა შეიქმნას, ინტერნეტ სივრცე არსებობს და ყველა უყურებს რუსულ გადაცემებს. მათ შორის, ბევრი საინტერესო გადაცემაა, ზოგი მიუღებელია, მაგრამ მოსახლეობას არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს. ის თანხები, რომლითაც მათ მსგავსი არხების შექმნა სურთ, სჯობის სოციალური საკითხებისთვის წარმართონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის რუსული პროპაგანდა. ეს არის თითიდან გამოწოვილი ამბავი, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარი უნიათობის და უმოქმედობის გადასაფარად შექმნა.  ვიღაცას ხომ უნდა გადააბრალონ ყოველთვის თავიანთი უნიათობა. ასე იყო სააკაშვილი და ასე არიან ესენიც. ამიტომ, ჩვენ ნუ ვაიძულებთ მოსახლეობას ამა თუ იმ არხს უყუროს. ვისაც რას უნდა, იმას უყურებს. თვითონ იმუშაონ კარგად. ნუ გამოიწერენ უზარმაზარ ხელფასებსა და დანამატებს და ვითარების დარეგულირებას ეცადონ. ამაზე ისაუბრონ და არა რუსულენოვან არხებზე.

- აშშ-ის დაზვერვის სამსახურშიც გამახვილდა ყურადღება რუსული პროპაგანდის გააქტიურებაზე. 

— ისე ლაპარაკობენ, რომ არც კი წაუკითხავთ, რა თქვა კლეპერმა. იქ არაფერია ისეთი, რაც წინა წლის შეჯამებაში არ ყოფილა ნათქვამი. ამ ანგარიშში მიმოხილული იყო მთელი მსოფლიოს წინაშე არსებული პრობლემები და ორ ფრაზაში ითქვა, რომ შესაძლებელია, არჩევნების წინ, რუსული პროპაგანდა გააქტიურდეს. ის იყო უბრალოდ ნათქვამი, რადგან ანგარიშში ბევრად მნიშვნელოვან საკითხებზე იყო ყურადღება გამახვილებული. 

დღევანდელმა ხელისუფლებამ აიტაცა ეს ფრაზა და რუსულ პროპაგანდაზე დაიწყო საუბარი. მაჩვენეთ, სად არის რუსული პროპაგანდა? ის ფაქტი, რომ ხალხს გული აუცრუვდა მთელ რიგ დასავლურ სტრუქტურებზე, ისევ დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობის ბრალია. 


ყველა ახალი ამბავი
0