ქართული ეროვნული მუსიკის გაგონებისთანავე ძნელია ცდუნებას გაუძლო და ცეკვა არ დაიწყო. ამიტომაც საქართველოში ყველა ცეკვავს — ბავშვები, უფროსები და მოხუცებიც კი. იხილეთ ვიდეო და დატკბით „აჭარულით“.
ქართული ცეკვა საქართველოს ისტორიის ერთგვარი ანარეკლია. მასში გაერთიანებულია ტრადიცია, ყოფა, ცხოვრების წესი და კულტურა.
ყოველი ქართული ცეკვა საქართველოს სხვადასხვა კუთხის პირმშოა. მაგალითად, „აჭარული“ — რიტმული, სასიამოვნო ცეკვაა, რომელიც აჭარაში შეიქმნა და თითქმის ყველა ქართველისთვის საყვარელი ცეკვაა.
ლამაზი საცეკვაო კოსტიუმები, კარგი დადგმა და უბრალო მოძრაობები ამ ცეკვას ყველასთვის მიმზიდველს ხდის.