ინჟინერმა "ჟიგულის"ძარიდან ყველგანმავალი ააწყო

გამოწერა

რუსმა ინჟინერმა „ჟიგულის“ ძარიდან ყველგანმავალი ავტომანქანა ააწყო, რომელიც სთ-ში 50კმ სიჩქარეს ავითარებს. უყურეთ ვიდეოს და ავტომანქანის „შესაძლებლობებში“ დარწმუნდით.

მაგნიტოგორსკელმა პაველ შავრინმა ყველგანმავალი ავტომანქანა ააწყო, რისთვისაც „ჟიგულის“ ძარა გამოიყენა. ამ კონსტრუქციის შექმნაზე, როგორც თავად ამბობს, 100 ათასი რუბლი და ნახევარი წელი დასჭირდა.

ყველგანმავალის სიჩქარეა 50 კმ/სთ. თავის გამოგონებას პაველმა „როსომახი“ უწოდა. სააგენტო Ruptly-ის ინფორმაციით, ინჟინერმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უამინდობის გამო სოფელში ჩასვლა ვერ მოახერხა, რის გამოც მას ქათმები და კურდღლები დაეხოცა.

შავრინის განცხადებით, ასეთი სახეობის ავტომანქანების სერტიფიცირება არ ხდება, რის გამოც მათი მფლობელები ჯარიმდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0