ნინოწმინდის მკვიდრმა, 36 წლის ნორიკ იაჟიანმა ერთბაშად რამდენიმე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. კავკასიაში მსოფლიო რეკორდების ქართული ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი რეკორდები გინესის წიგნში არასდროს ყოფილა დაფიქსირებული.
ქართული კლუბ „რეკორდისა“და მსოფლიო რეკორდების ფედერაციის ინიციატივით, რამდენიმე საათის განმავლობაში ნორიკ იაჟიანმა ჟურნალისტების წინ თავისი არაბუნებრივი შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა. მას თითებზე „კროსოვერმა“, ხოლო ხელზე „ჯიპმა“ გადაუარა, „ნივამ“ კი სხეულზე — ორჯერ. თავისი შესაძლებლობების წარმოჩენის შემდეგ ნორიკმა ჟურნალისტეთან განაცხადა, რომ ის უკვე რამდენიმე წელია ტკივილს ვერ გრძნობს. „როდესაც დენი მირტყამს, მსუბუქ შეღიტინებას ვგრძნობ“, — დასძინა Sputnik-თან იაჟიანმა.

1/8
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
"კროსოვერმა" ნორიკ იაჟიანს თითებზე გადაუარა, რეკორდსმენს კი ხელის მტევანი არ დაზიანებია.

2/8
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
ნორიკ იაჟიანი ახალი მიღწევის დემონსტრირებისათვის ემზადება. მის ხელმარჯვნივ - კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაციის ხელმძღვანელი შოთა ქელდიშვილია.

3/8
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
ნორიკ იაჟიანის შესაძლებლობების დემონსტრირება "ნივის" საშუალებითაც მოხდა. ავტომანქანამ ნორიკს ორჯერ გადაუარა, რეკორდსმენს სხეულის დაზიანებები არ მიუღია.

4/8
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
. მიკროავტობუსმა ნორიკი ბეტონის ბოძს "ააკრა". საბედნიეროდ, "ექსპერიმენტის" არცერთი მონაწილე არ დაშავებულა.

5/8
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
ნორიკ იაჟიანი "ნივის" მოლოდინშია, რომელმაც მეორეჯერ უნდა გადაუაროს სხეულზე.

6/8
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
რეკორდსმენის სხეულში დენს ატარებენ.

7/8
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
. ნორიკ იაჟიანი ერთ ხელს სტარტერს ჰკიდებს, ხოლო მეორე ხელის თითიდან წარმოქმნილი ნაპერწკლით ანთებს სპირტს. ავტოცენტრის მფლობელები რისკზე წავიდნენ, როდესაც ამ ექსპერიმენტს დათანხმდნენ.

8/8
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
ნორიკ იაჟიანს კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაციის სერტიფიკატი გადაეცა.