საქართველოში ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი გამოავლინეს

გამოწერა

თბილისში სილამაზის კონკურსი „მისტერ ვალენტინი 2016“ სიყვარულის დღეს გაიმართა.  Sputnik-ის მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში იხილეთ თუ როგორ წარიმართა კონკურსი.

„მისტერ ვალენტინის“ გამოვლინებისას ჟიურის მოთხოვნა ასეთი იყო — გამარჯვებული უნდა იყოს მომხიბვლელი, ჭკვიანი და ლამაზი. საფუძვლიანი შერჩევის შედეგად 26 კონკურსანტს შორის ჟიურიმ 19 წლის ჯაბა ჯანაძეზე შეაჩერა არჩევანი. 19 წლის „მისტერ ვალენტინი“ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტია.

კონკურის გამარჯვებულს სხვადასხვა პრიზები, მათ შორის ოქროს გვირგვინი, ეგვიპტეში დასვენების ერთკვირიანი საგზური და ფიტნეს-ცენტრის აბონემენტი გადაეცა. ჯილდოები და პრიზები გადაეცათ ასევე ფინალის სხვა მონაწილეებსაც, რომლებმაც სხვადასხვა 15 ნომინაციაში პირველი ადგილები დაიკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0