ანსამბლ „სუხიშვილების“ თითოეული კონცერტი დღესასწაულია. სცენაზე მათი ყოველი გამოჩენა პომპეზური, ემოციური, არაბუნებრივად ლამაზი და ენერგიულია. „სუხიშვილების“ ვიდეოს სოციალურ ქსელში 2 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს!
ანსამბლი „სუხიშვილების“ ისტორია 1945 წლიდან იღბს სათავეს. იგი პირველი პროფესიონალური ანსამბლია საქართველოში, რომელმაც ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გაიტანა. ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის წყალობით, საქართველოს ნაციონალური ცეკვის ხელოვნება დროთა განმავლობაში განვითარდა და პოპულარული გახდა — ქართულმა კულტურამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
„სუხიშვილებმა“, რომელსაც ნაციონალური ბალეტის სტატუსი აქვს, ეროვნული ცეკვის რეფორმა განახორციელა და იგი „მოდერნ-ბალეტს“ დაუახლოვა. და მაინც, ეს ქართული ნაციონალური ქორეოგრაფიაა, რომელსაც საფუძვლად ქართული ფოლკლორი უდევს.