პოლიტოლოგი“ ევროპამ მიგრანტებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა გაამკაცროს“

გამოწერა
"Sputnik- Мнение“-ს გამოკითხვის შედეგებით, გერმანელთა რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ლტოლვილები ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა შეუშვას, კიოლნის მოვლენებიდან ერთი თვის შემდეგ, 7%-ით შემცირდა. გამოკითხვა გერმანიაში ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია „პოპულუსმა“ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ჩაატარა.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. მიგრანტები ევროპის ქვეყნებში უკონტროლოდ არ უნდა მიედინებოდნენ. საჭიროა ყველა იმ მიგრანტის აღრიცხვა, რომელიც ევროპულ ქვეყანაში ჩადის, თვლის პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. 

„ამ მიგრაციის დადებითი მხარე ის არის, რომ ევროპის სახელმწიფოებს გარკვეულწილად იაფი მუშახელი სჭირდებათ, იმიტომ რომ ბევრი გერმანელი ან ფრანგი დაბალანაზღაურებად სამუშაოზე არ მიდის“ —მიაჩნია ნიკა ჩიტაძეს. 

მისვე თქმით, გარდა ამისა უნდა მოხდეს ევროპის ქვეყნებში მათთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებაც. 

"Sputnik- Мнение“-ს გამოკითხვის შედეგების თანახმად, გერმანელთა რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ლტოლვილები ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა შეუშვას, კიოლნის მოვლენებიდან ერთი თვის შემდეგ, 7%-ით შემცირდა. "Sputnik- Мнение“-ს გამოკითხვა გერმანიაში ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია „პოპულუსმა“ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის  დაკვეთით ჩაატარა. 

კითხვაზე „გერმანიის ხელისუფლებამ ლტოლვილებს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის ნება უნდა დართოს თუ არა, რესპოდენტთა 41%-მა უარყოფითი პასუხი გასცა, რაც 6%-ით მეტია 2015 წლის ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მონაცემებზე. გარდა ამისა, 7%-ით შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც დადებითი პასუხი გასცეს და ამ ეტაპზე მათი რიცხვი 51%-ს შეადგენს. ადრე ჩატარებული გამოკითხვისას კი გამოკითხულთა 58% მიიჩნევდა, რომ გერმანიის ხელისუფლებას ლტოლვილები უნდა მიეღო. 

გამოკითხვა ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია „პოპულუსმა“ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის  დაკვეთით 2015 წლის 25 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით და 2016 წლის 3-4 თებერვლის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა სხვადასხვა სოციალური ფენის, სქესისა და ასაკის რესპონდენტი. სტატისტიკური ცდომილება მთლიანად ქვეყანაში +/- 3,1%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0