თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, კომიტეტი ახალ კანონპროექტზე — „უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისათვის“ იწყებს მუშაობას, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, ბავშვები სულ უფრო ხშირად მოიხმარნენ ინტერნეტს, რაც სარგებლობასთან ერთად, ინტერნეტთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის, მათ შორისაა პორნოგრაფიული საიტების შეუფერხებელი წვდომა.
„ჩვენი მიზანია, დავიცვათ ბავშვები იმ რისკებისგან, რაც შეიძლება ინტერნეტის მოხმარებას მოჰყვეს. ის რაც, უკანონოა ინტერნეტის გარეთ, უკანონო უნდა იყოს ინტერნეტშიც“, — აღნიშნა ხუნდაძემ.
მისი თქმით, ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელს ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის და გავრცელებისთვის.
„ არსებობს ფილტრაციის პროგრამები პროვაიდერთათვის. მათ უნდა მეოთხოვოთ ინფორმააციის მუდმივი მონიტორინგი და ნებისმიერი სახის უკანონო ინფორმაციის წაშლა მისი საზოგადოებისთვის მიწოდებამდე.სწორედ ამ მიზნით კომიტეტთან იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროპული სახელმწიფოების გამოცდილებიდან და ჩვენთან არსებული საკანონმდებლო ბაზის შესწავლიდან გამომდინარე, მოამზადებს პროექტს, რომელსაც წარვუდგენთ პარლამენტს“, — აღნიშნა დეპუტატმა.