თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი (1992დან 1996 წლამდე) ბუტროს ბუტროს-გალი სამშაბათს საღამოს ქაიროში გარდაიცვალა 93 წლის ასაკში, იტყობინება РИА Новости ახალი ამბების პორტალ „ალ-მასრი ალ-იოუმზე“ დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, ბუტროს გალი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ექს გენერალური მდივნის გარდაცვალების შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ასევე განცხადება გააკეთა ვენესუელის მუდმივმა წარმომადგენელმა რაფაელ რამირესმა.
უშიშროების საბჭომ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გაეროს მეექვსე გენერალური მდივნის ხსოვნას.