კარგი კლიმატი, გულღია ადამიანები, განუმეორებელი სამზარეულო და ბუნება, ისტორიული ღირსშესანიშნაობები — აი, რით გატყვევებს საქართველო. ამ ვიდეო-რგოლში მცირე ნაწილია წარმოჩენილი იმისა, რითიც საქართველო მდიდარია, თუმცა საკმარისია იმისათვის, რომ პირველი ნახვისთანავე შეიყვარო. არ გჯერათ? მაშინ უყურეთ!
აქ ძველი და ახალი თბილისი, რაბათის ციხესიმაგრე, ვარძია, გერგეთის სამება და მთაგორიანი სვანეთია და რა თქმა უნდა, ზღვისპირა ბათუმი…
დაუსრულებლად შეიძლება ისაუბრო ამ მრავალნაციონალურ, მდიდარი ისტორიისა და თვითმყოფადი უნიკალური კულტურის მქონე ქვეყანაზე, თუმცა, როგორც ამბობენ, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს.