საქართველოს ფუტსალის ასოციაციას ოთარ ხიზანეიშვილი უხელმძღვანელებს

© photo: courtesy of UEFAფუტსალი
ფუტსალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხიზანეიშვილი ფუტსალის პოპულარიზაციისთვის ხელშეწყობას გეგმავს, რათა სპორტის ეს სახეობა მართლაც მასობრივი გახდეს.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი ოთარ ხიზანეიშვილი გახდა.
პრეზიდენტის არჩევნებში ასოციაციის ხუთი დელეგატიდან ოთხმა მიიღო მონაწილეობა. ოთარ ხიზანეიშვილმა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი ქართულ ფუტსალს უახლოესი ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს — ახალ არჩევნებამდე.

ასოციაციის პრეზიდენტობაზე კენჭს ასევე იყრიდა ირაკლი ხარჯავანიძეც, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

„ბევრი პრობლემაა, რასაც ვუსმენ და კიდევ მოვისმენ. ჩემი დიდი სურვილია და ასეც მაქვს ჩაფიქრებული, რომ რაც შეიძლება მასობრივი გავხადო და რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია გავუკეთო ფუტსალს“, — განაცხადა ხიზანეიშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში.

ოთარ ხიზანეიშვილს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში ოცი მატჩი აქვს ნათამაშევი.

საფეხბურთო კარიერა მან თბილისი „დინამოში“ დაიწყო, შემდეგ კი მოსკოვის „სპარტაკში, მოსკოვის „დინამოში“ „ფრაიბურგსა“ და „აუგსბურგში“ თამაშობდა.

ყველა ახალი ამბავი
0